ბაჩო ახალაიას პროცესი - რა ხდებოდა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე - Palitra News

ბაჩო ახალაიას პროცესი - რა ხდებოდა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე

2026-05-13 16:01:39+04:00

„არ არსებობს მყარი არგუმენტი ან მტკიცებულება, რითაც დადასტურდება, რომ ბაჩო იძლეოდა დავალებებს, მითითებებს. - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ადვოკატმა, გია გოროზიამ განაცხადა. მისი თქმით, ამის დამადასტურებელი ვიდეო, აუდიოჩანაწერი, თუ მოკლე ტექსტური შეტყობინება, სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება. დღევანდელ სასამართლო პროცესზე, რომელიც დახურულ კარს მიღმა ტარდებოდა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი დაიკითხა. ბაჩო ახალაიას ცოლი ანი ნადარეიშვილი აცხადებს, რომ პირები, ვინც ბრალდების მხარემ სასამართლოში მოწმედ მოიყვანა ბაჩო ახალას საქმეთან კავშირი არ აქვთ.