ვოლოდიმირ ზელენსკი - ველით, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ჩინეთში ვიზიტის დროს ომის დასრულების საკითხი წამოიჭრება - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკი - ველით, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ჩინეთში ვიზიტის დროს ომის დასრულების საკითხი წამოიჭრება

2026-05-13 17:08:02+04:00

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ კოლეგას დონალდ ტრამპს მოუწოდა, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრების დროს უკრაინაში რუსეთის შეჭრის დასრულების საკითხი განიხილოს, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

„მუდმივ კონტაქტზე ვართ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან. მადლიერები ვართ და ველით, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების საკითხი ახლაც წამოიჭრება, სანამ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჩინეთში იმყოფება“, - განაცხადა ზელენსკიმ რუმინეთში, „ბუქარესტის ცხრიანის“ სამიტის დროს სიტყვით გამოსვლისას.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპი ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ჩავიდა. აშშ-ის პრეზიდენტის ჩინეთში ვიზიტი 15 მაისამდე გაგრძელდება და მის ფარგლებში აშშ-ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართება.