ოპოზიციური ალიანსი 26 მაისისთვის ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას ამზადებს და აცხადებენ, რომ დამოუკიდებლობის დღე წელს მხოლოდ საზეიმო თარიღი აღარ იქნება - მათი თქმით, ეს დღე ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკური პროტესტისა და ეროვნული მობილიზების მთავარ სიმბოლოდ უნდა იქცეს. ორგანიზატორები ირწმუნებიან, რომ დაგეგმილი აქცია მასშტაბით, ფორმატითა თუ პოლიტიკური გზავნილებით ბოლო თვეების საპროტესტო გამოსვლებისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება.