მწვავე დაპირისპირება პარლამენტში - "გახარია საქართველოსთვის" და "ქართული ოცნება" ერთმანეთს კორუფციისა და ევროინტეგრაციის საკითხებზე დაუპირისპირდნენ - Palitra News

მწვავე დაპირისპირება პარლამენტში - "გახარია საქართველოსთვის" და "ქართული ოცნება" ერთმანეთს კორუფციისა და ევროინტეგრაციის საკითხებზე დაუპირისპირდნენ

2026-05-13 21:24:20+04:00

"გახარია საქართველოსთვის" წევრებმა, პარლამენტში, თავისუფალი ტრიბუნით ისარგებლეს და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე, მათ შორის, ევროინტეგრაციის საკითხზე ისაუბრეს. ურთიერთბრალდებების საფუძველი ექსპრემიერის პარტიის წევრბის მხრიდან, ელიტურ კორუფციაში ქართული ოცნების დადანაშაულებამ გამოიწვია. დაპირისპირების მიზეზი გახდა წამალიც, რომელსაც დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშბლები უკვე 24 დღეა ითხოვენ. უთანხმოების მთავარ საგნად კვლავ რჩება, ევროინტეგრაციის თემა. მმართველი გუნდი გახარია საქართველოსთვის პარტიის წევრებს, ფაქტებით ინტერპრეტირებაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლებას ევროკავშირთან შეუსაბამო ნაბიჯი არასდროს გადაუდგამს.