საპატრიარქო დაკავებულთა გათავისუფლების საკითხზე ხელისუფლებასთან დიალოგს არ გამორიცხავს - როგორია პოლიტიკური სპექტრის შეფასებები - Palitra News

საპატრიარქო დაკავებულთა გათავისუფლების საკითხზე ხელისუფლებასთან დიალოგს არ გამორიცხავს - როგორია პოლიტიკური სპექტრის შეფასებები

2026-05-13 21:28:33+04:00

ახალი პატრიარქის, შიო მესამის ინტრონიზაციის ფონზე, საპატრიარქოში არ გამორიცხავენ, რომ საპროტესტო აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების საკითხზე ხელისუფლებასთან კომუნიკაცია დაიწყოს. სასულიერო პირების ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში, ახალ პატრიარქს შეუძლია შემრიგებლის როლი იტვირთოს და ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი სწორედ შეწყალების თემის გააქტიურება იყოს. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა და საბოლოო გადაწყვეტილებაც სწორედ პრეზიდენტმა უნდა მიიღოს. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ შეწყალებას წინ უნდა უძღოდეს სინანული და ჩადენილი ქმედების აღიარება. რასაც კატეგორიულად არ ეთანხმებიან დაკავებულთა ოჯახის წევრები.