ევროსტატი: "ევროკავშირის ტერიტორიიდან გაძევებულთა და მესამე ქვეყანაში დაბრუნებულთა რაოდენობის მიხედვით საქართველო მეორე ადგილზეა" - Palitra News

ევროსტატი: "ევროკავშირის ტერიტორიიდან გაძევებულთა და მესამე ქვეყანაში დაბრუნებულთა რაოდენობის მიხედვით საქართველო მეორე ადგილზეა"

2026-05-13 21:39:21+04:00

ევროსტატის მონაცემების თანახმად, 2025 წელს ევროკავშირის ტერიტორიიდან გაძევებულთა და მესამე ქვეყანაში დაბრუნებულთა რაოდენობის მიხედვით საქართველო მეორე ადგილზეა. გასული წლის განმავლობაში ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან საქართველოში 10 475 პირი დაბრუნდა. მესამე ქვეყანაში დაბრუნებულთა შორის ყველაზე მეტი თურქეთის მოქალაქეა 13 405 პირი, მესამე ადგილს იკავებს სირია -8 370 პირი და მას მოჰყვება ალბანეთი - 8020 პირი.