გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე მოწმეები დაიკითხნენ - მხარეები ურთიერთგამომრიცხავ ვერსიებზე საუბრობენ - Palitra News

გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე მოწმეები დაიკითხნენ - მხარეები ურთიერთგამომრიცხავ ვერსიებზე საუბრობენ

2026-05-13 21:41:04+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ, სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი დასრულდა. სხდომა დახურულ რეჟიმში ტარდება. როგორც ცნობილია, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის რამდენიმე მოწმე დაიკითხა. მოწმეებმა საბავშვო ბაღების ეპიზოდთან დაკავშირებით მისცეს ჩვენება. ლილუაშვილის ადვოკატის თქმით, ბაღების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, კახაბერ გვანცელაძე და გრიგოლ ლილუაშვილი მეგობრები არასდროს ყოფილან და არც ერთმანეთთან უთანამშრომლიათ. სახელმწიფო ბრალდება საპირისპიროს ამტკიცებს.