ქსელურ მარკეტებში „სოციალური კალათები“ ამოქმედდა - პროდუქტები ფასდაკლებით გაიყიდება - Palitra News

ქსელურ მარკეტებში „სოციალური კალათები“ ამოქმედდა - პროდუქტები ფასდაკლებით გაიყიდება

2026-05-13 21:43:13+04:00

ქსელურ მარკეტებში „სოციალური კალათების“ განთავსება დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში, 15 სახეობის სასურსათო პროდუქტი ფასდაკლებით გაიყიდება. სოციალურ კალათაში გამორჩეულია ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტები, მათ შორის - ფქვილი, ბრინჯი, შაქარი და სხვ. ქსელური მარკეტები, რომლებმაც პარლამენტის დროებითი კომისიის რეკომენდაციები გაიზიარეს და ფასების რეგულირების პროცესში, საკუთარი მზაობა დაადასტურეს, ამბობენ, რომ სოციალურ კალათაში პროდუქტები ყოველკვირეულად განახლდება. ინიციატივებს მიესალმება მმართველი გუნდი, თუმცა ოპონენტები თვლიან, რომ ქსელური მარკეტების კეთილი ნება, ფასების კლების პოლიტიკასთან კავშირში ვერ იქნება.