უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა - Palitra News

უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა

2026-05-13 22:09:45+04:00

უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პირველად დაიბარა რუსეთის ელჩი.

ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა უნგრეთის ახალი მთავრობის პირველ სხდომაზე განაცხადა.

“უნგრეთის მთავრობა მტკიცედ გმობს ზაკარპატიეზე რუსეთის თავდასხმას,” - განაცხადა მადიარმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანიტა ორბანმა თავდასხმასთან დაკავშირებით 14 მაისს, 11:30 საათზე, რუსეთის ელჩი დაიბარა.

აღსანიშნავია, რომ ანიტა ორბანის წინამორბედს, პეტერ სიიარტოს რუსეთის მიერ უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე თავდასხმების გამო არასდროს დაუბარებია რუსეთის ელჩი.