პეკინში დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრა დასრულდა - Palitra News

პეკინში დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრა დასრულდა

2026-05-14 09:57:15+04:00

პეკინში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის შეხვედრა დასრულდა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

დონალდ ტრამპსა და სი ძინპინს შორის შეხვედრა ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ როგორ ჩაიარა მოლაპარაკებებმა დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „შესანიშნავად“.

„შესანიშნავი ადგილია. ჩინეთი ულამაზესია“, - აღნიშნა ტრამპმა.

პეკინის დიდ სახალხო დარბაზში გამართული ორმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ ლიდერებმა ცის ტაძარი მოინახულეს.