შემცირდება თუ არა ფასები საკვებ პროდუქტებზე- ქსელურ მარკეტებში „სოციალური კალათების“ განთავსება უკვე დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში, 15 სახეობის სასურსათო პროდუქტი ფასდაკლებით გაიყიდება. სოციალურ კალათაში გამორჩეულია ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტები, მათ შორის - ფქვილი, ბრინჯი, შაქარი და სხვ. როგორც ქსელური მარკეტები აცხადებენ , სოციალურ კალათაში პროდუქტები ყოველკვირეულად განახლდება. ინიციატივებს მიესალმებიან ქართულ ოცნებაში, თუმცა მათი ოპონენტები თვლიან, რომ საპარლამენტო კომისიის დასკვნამ ვერ გაამართლა და ქსელური მარკეტების კეთილი ნება, ფასების კლების პოლიტიკასთან კავშირში ვერ იქნება.