მიმართავს თუ არა საქართველოს საპატრიარქო და პირადად პატრიარქი შიო მესამე ხელისუფლებას აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების შეწყალების თხოვნით - Palitra News

მიმართავს თუ არა საქართველოს საპატრიარქო და პირადად პატრიარქი შიო მესამე ხელისუფლებას აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების შეწყალების თხოვნით

2026-05-14 10:04:43+04:00

მიმართავს თუ არა საქართველოს საპატრიარქო და პირადად პატრიარქი შიო მესამე ხელისუფლებას აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების შეწყალების თხოვნით - სასულიერო პირები არ გამორიცხავენ, რომ საკითხზე ხელისუფლებასთან საუბარი განახლდეს. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში, ახალ პატრიარქს შეუძლია შემრიგებლის როლი იტვირთოს და ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი სწორედ შეწყალების თემის გააქტიურება იყოს. ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რომ შეწყალების თაობაზე გადაწყვეტილება პრეზიდენტმა უნდა მიიღოს, თუმცა აქვე ამბობენ რომ აქციების დროს დაკავებულმა მოქალაქეებმა პირველ რიგში დანაშაული უნდა აღიარონ. მმართველი გუნდის პოზიციას არ ეთანხმებიან დაკავებულთა ოჯახის წევრები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. ხელისიფლების ოპონენტები ქართულ ოცნებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ და დადებითი მოლოდინები თავად ახალი პატრიარქის მხრიდან აქვთ.