რა მოლოდინი აქვს ოპოზიციურ ალიანს 26 მაისის საპროტესტო აქციაზე - 9 ოპოზიციური პარტია დამოუკიდებლობის დღეს ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას ამზადებს და აცხადებს, რომ 26 მაისი წელს მხოლოდ საზეიმო თარიღი აღარ იქნება - მათი თქმით, აღნიშნული დღე ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკური პროტესტისა და ეროვნული მობილიზების მთავარ სიმბოლოდ უნდა იქცეს. როგორც ორგანიზატორები ირწმუნებიან, დაგეგმილი აქცია მასშტაბით, ფორმატითა თუ პოლიტიკური გზავნილებით ბოლო თვეების საპროტესტო გამოსვლებისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება. დაანონსებულ საპროტესტო აქციას აკრიტიკებენ ალიანსის მიღმა მყოფი ოპოზიცური პარტიები. კრიტიკას არც მმართველი გუნდი იშურებს. ქართულ ოცნებაში 9 ოპოზიცურ პარტიას წინასწარ მარცხს უწინასწარმეტყველებენ.