ევროპარლამენტმა ტელეკომპანია „იმედს“ ერთი წლით შენობაში მუშაობა აუკრძალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია თავად ტელეკომპანია იმედმა გაავრცელა. მათივე ცნობით, ევროპარლამენტის გადაწყვეტილებასთან ერთად, მოლდოვამ „იმედს”, „რუსთავი 2” -ს და „პოსტივის" აკრედიატაციაზე უარი უთხრა. მოლდოვის მთავრობამ დასახელებულ ტელევიზიებს აკრედიტაციები ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სესიის გასაშუქებლად არ მისცა. თავად ტელეკომპანია იმედის თანამშრომლები ფიქრობენ რომ სანქციები ტელევიზიის მისამართით ერთ რამეზე მეტყველებს: კრიტიკულ კითხვებზე პასუხი არ არსებობს. განსხვავებული მოსაზრება აქვთ ოპოზიციურ სპექტრში, რომლებიც დასახელებულ ტელევიზიებს დამატებით სანქციებს უწინასწარმეტყველებენ.