რუსეთის დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან „მოკავშირეობრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ” კანონი დაამტკიცა.-კანონი შემაშფოთებელია ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის - Palitra News

რუსეთის დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან „მოკავშირეობრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ” კანონი დაამტკიცა.-კანონი შემაშფოთებელია ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის

2026-05-14 10:10:29+04:00

რუსეთის დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან „მოკავშირეობრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ” კანონი დაამტკიცა.

კანონპროექტი რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა წარადგინა. ე.წ. „სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულება“ „თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და სოციალური პოლიტიკის სფეროებში გაფართოებულ თანამშრომლობას, ასევე კაპიტალის, საქონლის, მომსახურებისა და შრომის თავისუფალი გადაადგილებისთვის პირობების“ შექმნას ითვალისწინებს. კანონი შემაშფოთებელია ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის. ისინი ქართულ ოცნებას რეაგირებასა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ. საკითხზე განცხადებას ავრცელებს გახარია საქართველოსთვის გუნდი. ექსპრემიერის პარტიის წევრები ხელისუფლებას დუმილისა და უმოქმედობის რეჟიმიდან გამოსვლისა და სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებენ.