2025 წელს ევროკავშირის ტერიტორიიდან გაძევებულთა რაოდენობის მიხედვით საქართველო მეორე ადგილზეა - გასულ წელს საქართველოში 10 475 პირი დააბრუნეს- ინფორმაციას ევროსტატი ავრცელებს.მათი მონაცემებით მესამე ქვეყანაში დაბრუნებულთა შორის ყველაზე მეტი თურქეთის მოქალაქეა 13 405 პირი, მესამე ადგილს იკავებს სირია -8 370 პირი და მას მოჰყვება ალბანეთი - 8020 პირი.საკითხს კრიტიკულად აფასებენ ოპოზიციურ სპექტრში. ხელისუფლების ოპონენტები აღნიშნულ მონაცემებს ქართული ოცნების პოლიტიკას უკავშირებენ და პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებენ.