მარკო რუბიო - მზად ვართ, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებას ხელი შევუწყოთ - ვფიქრობ, ჩვენ ერთადერთი ვართ, ვისაც ამის გაკეთება შეუძლია, თუმცა, თუ ვინმეს სურვილი აქვს, შეუძლია სცადოს - Palitra News

მარკო რუბიო - მზად ვართ, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებას ხელი შევუწყოთ - ვფიქრობ, ჩვენ ერთადერთი ვართ, ვისაც ამის გაკეთება შეუძლია, თუმცა, თუ ვინმეს სურვილი აქვს, შეუძლია სცადოს

2026-05-14 11:51:34+04:00

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მზადაა, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებას ხელი შეუწყოს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

მარკო რუბიოს განცხადებით, „ბოლო თვეების განმავლობაში, გარკვეული მიზეზების გამო, აშშ-მა უკრაინის კონფლიქტის მოგვარების ძალისხმევის ტემპი შეანელა“.

„პრეზიდენტი მზადაა. მისი გუნდი მზადაა, დიპლომატიურ მოგვარებას ხელი შეუწყოს. ვიმედოვნებთ, რომ მივაღწევთ იმ ნიშნულს, როდესაც მხარეებს შორის ჩართულობა აღდგება, ხოლო აშშ მზად იქნება, რომ დასასრულებლად თავისი როლი შეასრულოს“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

მისი თქმით, ვაშინგტონი წინააღმდეგი არ იქნება, თუ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მიზნით დახმარებას სხვა ქვეყნებიც შეეცდებიან.

„ვფიქრობ, ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ვართ, ვისაც ამის გაკეთება შეუძლია. თუმცა, თუ ვინმეს სურვილი აქვს, შეუძლია სცადოს. ჩვენ ორივე მხარემ გვაცნობა, რომ კონფლიქტის მოგვარება მხოლოდ აშშ-ს შეუძლია“, - აღნიშნა რუბიომ.