ოპოზიციონერები 9 მაისს ელჩებთან კარგად ჩახუტებულები ვნახეთ, ისიც ვნახეთ, როგორ არ იხუტებს მათ ქართველი ხალხი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, „უცხოელები ოპოზიციის წარმომადგენლებს ყალბ იმედებს უქმნიან, რომ მათი მხარდაჭერით, ხელისუფლებაში მოიყვანენ“.
„ოპოზიციისთვის მთავარია, ხელი ჩამოართვას ევროკავშირის ელჩმა. 9 მაისს ელჩებთან კარგად ჩახუტებულები ვნახეთ, ისიც ვნახეთ, როგორ არ იხუტებს მათ ქართველი ხალხი. ეს იქნება ყოველთვის ასე. უცხოელები მათ უქმნიან ყალბ იმედებს, რომ მათი მხარდაჭერით, მოიყვანენ ხელისუფლებაში ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ. ამას ვხედავთ კიდეც, 2024 წლიდან მოყოლებული, რომ გარედან ქართველი ხალხის ნების გადატეხას ცდილობენ, იმისთვის რომ რამენაირად სააკაშვილი და მსგავსი ჯგუფები მოიყვანონ ხელისუფლებაში. ის, ვინც ზურგს აქცევს ქართველ ხალხს, მათ ქართველი ხალხიც აქცევს ზურგს,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.