ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის, იძულებისა და მუქარის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს - Palitra News

ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის, იძულებისა და მუქარის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

2026-05-14 12:46:57+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის, იძულებისა და მუქარის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მისავე საცხოვრებელ სახლში, ფიზიკურად და სიტყვიერად იძალადა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანი გერისა და მეუღლის მიმართ. ბრალდებულმა მეუღლის მიმართ ცივი იარაღის გამოყენებით ასევე განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა და იძულება, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.