სამწუხაროდ, ევროკავშირის რიგი ინსტიტუციები უფრო და უფრო ემსგავსება საბჭოთა კავშირს - ევროპარლამენტის გადაწყვეტილება მეტი არაფერია თუ არა მცდელობა, რომ გააჩუმონ სიტყვა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ევროპარლამენტის მიერ „იმედის“ დასანქცირებაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ყველანაირ სტანდარტს სცდება და ეს ფაქტობრივად, ანტირეკორდია. „სამწუხა - Palitra News

სამწუხაროდ, ევროკავშირის რიგი ინსტიტუციები უფრო და უფრო ემსგავსება საბჭოთა კავშირს - ევროპარლამენტის გადაწყვეტილება მეტი არაფერია თუ არა მცდელობა, რომ გააჩუმონ სიტყვა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ევროპარლამენტის მიერ „იმედის“ დასანქცირებაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ყველანაირ სტანდარტს სცდება და ეს ფაქტობრივად, ანტირეკორდია. „სამწუხა

2026-05-14 13:43:41+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსის, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ, მოსამართლის წინაშე მხარეები მოწმეს დაკითხავენ.

პროცესს ესწრება ალეკო ელისაშვილიც.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, ნიღბიანი ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მივიდა, ჩაქუჩის გამოყენებით სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა ჩაამტვრია და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში. პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მან ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება დაასხა და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა. გამოძიების ცნობითვე, პოლიტიკოსი ერთ-ერთ მანდატურს თავს დაესხა და სცემა.