დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინი ჩინეთს ძალიან მალე ეწვევა - Palitra News

დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინი ჩინეთს ძალიან მალე ეწვევა

2026-05-14 13:48:23+04:00

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთს ძალიან მალე ეწვევა, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

დიმიტრი პესკოვის ცნობით, ვლადიმერ პუტინის ჩინეთში ვიზიტისთვის მზადება ფაქტობრივად დასრულებულია.

პესკოვმა აღნიშნა, რომ ვიზიტის თარიღს კრემლი გამოაცხადებს.

„ძალიან მალე გამოვაცხადებთ. ეს ძალიან მალე მოხდება“, - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.