2025 წლის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში, ჯამში, 3 მილიონზე მეტი ვიდეოჯარიმა გამოიწერა - Palitra News

2025 წლის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში, ჯამში, 3 მილიონზე მეტი ვიდეოჯარიმა გამოიწერა

2026-05-14 14:28:29+04:00

2025 წლის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში, ჯამში, 3 მილიონზე მეტი ვიდეოჯარიმა გამოიწერა, ხოლო ვიდეოჯარიმების შედეგად დარიცხულმა თანხამ თითქმის 232 მილიონი ლარი შეადგენა.

ამასთან, ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, გამოწერილი ჯარიმებიდან 1 669 637 პირმა ჯარიმის გადახდისას 20%-იანი შეღავათით ისარგებლა, რის საფუძველზეც გადახდილი თანხა დაახლოებით 80 მილიონ ლარამდე შემცირდა.