საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი თითქმის 35%-ით გაიზარდა - Palitra News

საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი თითქმის 35%-ით გაიზარდა

2026-05-14 14:31:04+04:00

საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი თითქმის 35%-ით გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს იანვარ-მარტში საქართველოში 2 201 ერთეული და დაახლოებით 34 მლნ დოლარის ღირებულების ელექტრომანქანა შემოვიდა, მაშინ როცა წინა წლის იგივე პერიოდში ეს მაჩვენებელი 1 630 ერთეულს შეადგენდა, რომელთა ღირებულება დაახლოებით 29.5 მლნ დოლარი იყო. აღსანიშნავია, რომ საქსტატის მონაცემების მიხედვით, წელს ერთი ელექტრომობილის საშუალო თვითღირებულება შემცირებულია. კერძოდ, 2026 წლის იანვარ-მარტში საშუალო მონაცემებით ერთეულის ღირებულება 15 600 დოლარამდე იყო, წინა წლის იგივე პერიოდში კი 18 ათას დოლარს აჭარბებდა. სტატისტიკის მიხედვით, წელს ყველაზე მეტი ელექტროავტომობილი შემოვიდა აშშ-დან, რომელზეც მთლიანი იმპორტის თითქმის 78% მოდის