ბათუმში საცხოვრებელი ბინები გაძვირდა, გაზრდილია გაყიდვების მაჩვენებელიც - Palitra News

ბათუმში საცხოვრებელი ბინები გაძვირდა, გაზრდილია გაყიდვების მაჩვენებელიც

2026-05-14 14:32:46+04:00

ბათუმში საცხოვრებელი ბინები გაძვირდა, გაზრდილია გაყიდვების მაჩვენებელიც. ამ წლის მარტში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა წლიურად 10.9%-ით გაიზარდა. კერძოდ, „ქოლიერსის“ კვლევის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში გაყიდული ბინების რაოდენობამ 1 227 ერთეული შეადგინა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მარტში ახალაშენებული ბინების გაყიდვები წლიურად 9%-ით, ხოლო ძველი ბინების ტრანზაქციები 41.8%-ით გაიზარდა.

„ტრანზაქციების რაოდენობის ზრდა ძირითადად მეორეული ბაზრის ხარჯზე მოხდა, სადაც მაჩვენებელმა 15.8%-ით მოიმატა, ხოლო პირველად ბაზარზე 0.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა“, - აღნიშნულია „ქოლიერსის“ კვლევაში. რაც შეეხება ფასებს, 2026 წლის მარტში 1 კვ.მ-ის საშუალო გასაყიდი შეწონილი ფასი 9.5%-იან წლიურ მატებას აჩვენებს. ასე მაგალითად, თუ წელს საანგარიშო პერიოდში ზღვისპირა ქალაქში 1 კვ.მ-ის საშუალო ფასი 1 303 დოლარს შეადგენდა, ეს მაჩვენებელი 2025 წლის მარტში 1 190 დოლარი იყო. აქვე გეტყვით, რომ 2026 წლის მარტში ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ზომა 33.4%-ით გაიზარდა და 81 მილიონ დოლარს გაუტოლდა