ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლება რუსეთის ფედერაციის მიერ ცხინვალის რეგიონის ანეექსიისკენ  მიმართულ პროცესს დუმილითა და უმოქმედობით ხვდება - რას პასუხობენ "ქართულ ოცნებაში" - Palitra News

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლება რუსეთის ფედერაციის მიერ ცხინვალის რეგიონის ანეექსიისკენ  მიმართულ პროცესს დუმილითა და უმოქმედობით ხვდება - რას პასუხობენ "ქართულ ოცნებაში"

2026-05-14 15:56:34+04:00

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ქართული ოცნება რუსეთის ფედერაციის მიერ ცხინვალის რეგიონის ანეექსიისკენ მიმართულ პროცესს დუმილითა და უმოქმედობით ხვდება. საუბარია რუსეთის დუმის მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან „მოკავშირეობრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ” კანონის დამტკიცებაზე, რომელიც „თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და სოციალური პოლიტიკის სფეროებში გაფართოებულ თანამშრომლობას გულისხმობს. ოპოზიცია ხელისუფლების ცვლილების აუცილებლობაზე მიუთითებს. ქართულ ოცნებაში კრიტიკის საპასუხოდ აცხადებენ, რომ როდესაც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი მოშლილია და ომის შეწყვეტა ვერ ხერხდება, საქართველოს აქვს შეზღუდული რესურსები, ზემოქმედება იქონიოს მსგავსს გადაწყვეტილებაზე. უმრავლესობის წევრები ამბობენ, იმასაც, რომ რუსეთთან ესკალაციის შემთხვევაში საქართველო მიიღებდა ბევრად მძიმე შედეგებს, ვიდრე ამგვარი შეთანხმებების რატიციფირებაა