ქსელურ მარკეტებში „სოციალური კალათების“ განთავსება უკვე დაიწყო - ვინ როგორ აფასებს ფასების შემსწავლელი კომისიის მუშაობას - Palitra News

ქსელურ მარკეტებში „სოციალური კალათების“ განთავსება უკვე დაიწყო - ვინ როგორ აფასებს ფასების შემსწავლელი კომისიის მუშაობას

2026-05-14 15:58:12+04:00

ქსელურ მარკეტებში „სოციალური კალათების“ განთავსება უკვე დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში, 15 სახეობის სასურსათო პროდუქტი ფასდაკლებით გაიყიდება. სოციალურ კალათაში გამორჩეულია ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტები, მათ შორის - ფქვილი, ბრინჯი, შაქარი და სხვ. როგორც ქსელური მარკეტები აცხადებენ , სოციალურ კალათაში პროდუქტები ყოველკვირეულად განახლდება. ქართული ოცნება ინიცნიატივას მიესალმება და განმარტავს, რომ ყველა იაფი პროდუქტების ნუსხასთან დაკავშირებით ქსელებს შორის კონკურენცია იქნება. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ მხოლოდ 15 პროდუქტზე ფასების შემცირება ვერ დააბალანსებს დანარჩენი პროდუქსების ღირებულების ზრდას.