9 ოპოზიციური პარტია დამოუკიდებლობის დღეს ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას ამზადებს და აცხადებს, რომ 26 მაისი წელს მხოლოდ საზეიმო თარიღი აღარ იქნება - მათი თქმით, აღნიშნული დღე ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკური პროტესტისა და ეროვნული მობილიზების მთავარ სიმბოლოდ უნდა იქცეს. როგორც ორგანიზატორები ირწმუნებიან, დაგეგმილი აქცია მასშტაბით, ფორმატითა თუ პოლიტიკური გზავნილებით ბოლო თვეების საპროტესტო გამოსვლებისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება. დაანონსებულ საპროტესტო აქციას აკრიტიკებენ ალიანსის მიღმა მყოფი ოპოზიცური პარტიები. ტრადიციულად კრიტიკულ პოზიციაშია მმართველი გუნდიც.