თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსის, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ, მოსამართლის წინაშე მხარეები მოწმეს დაკითხავენ. პროცესს ესწრება ალეკო ელისაშვილიც. ოპოზიციონერ პოლიტიკოს 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.