სი ძინპინი - ჩინეთსა და აშშ-ის შორის ურთიერთობები დღეს მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანია - Palitra News

სი ძინპინი - ჩინეთსა და აშშ-ის შორის ურთიერთობები დღეს მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანია

2026-05-14 16:02:26+04:00

ჩინეთსა და აშშ-ის შორის ურთიერთობები დღეს მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პატივსაცემად, პეკინში გამართულ სახელმწიფო ბანკეტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ჩინეთის პრეზიდენტის ცნობით, ამერიკელ კოლეგასთან დღევანდელ შეხვედრაზე აზრები ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობების, ასევე გლობალური და რეგიონული საკითხების შესახებ გაცვალა.

„ჩვენ ორივეს გვჯერა, რომ ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობა დღეს მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან ორმხრივ ურთიერთობას წარმოადგენს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ურთიერთობამ იმუშაოს და არ დაზიანდეს“, - განაცხადა სი ძინპინმა.

მისი თქმით, „ორივე ქვეყანა სარგებელს თანამშრომლობით იღებს, ხოლო დაპირისპირებით ზარალდება, ამიტომ ჩინეთი და აშშ პარტნიორები უნდა იყვნენ და არა მოწინააღმდეგეები“.

„შევთანხმდით, რომ ჩინეთსა და აშშ-ს შორის კონსტრუქციული და სტრატეგიულად სტაბილური ურთიერთობა ავაშენოთ და ხელი შევუწყოთ მის მდგრად, ჯანსაღ და სტაბილურ განვითარებას“, - აღნიშნა ჩინეთის პრეზიდენტმა.