ალექსი პეტრიაშვილს სასამართლომ 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა - Palitra News

ალექსი პეტრიაშვილს სასამართლომ 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

2026-05-14 19:33:56+04:00

„რონდელის ფონდის“ უფროს მკვლევარს, ალექსი პეტრიაშვილს სასამართლომ 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ცოტა ხნის წინ მიიღო.

თავად პეტრიაშვილის შეფასებით, შსს „კომიკურ ბრალდებას - ტროტუარზე დგომას“ ედავება. საქმე ეხება 17 დეკემბრის საპროტესტო აქციას.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილების ხელოვნური შეფერხება 2-იდან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.