ევროპარლამენტმა ტელეკომპანია „იმედს“ ევროპარლამენტის შენობაში მუშაობა ერთი წლით აუკრძალა. ინფორმაცია თავად ტელეკომპანიამ გაავრცელა. მათივე ცნობით, მოლდოვამ „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სესიის გასაშუქებლად აკრედიტაციაზე უარი უთხრა.
ტელეკომპანია „იმედში“ მიღებულ გადაწყვეტილებებს კრიტიკული კითხვების პასუხგაუცემლობად აფასებენ და აცხადებენ, რომ შეზღუდვები სწორედ მათ სარედაქციო პოლიტიკას უკავშირდება.
ამ დროისთვის უცნობია, რა კონკრეტული საფუძვლით მიიღეს ევროპარლამენტსა და მოლდოვის ხელისუფლებაში აღნიშნული გადაწყვეტილებები.