ცხინვალთან „მოკავშირეობრივი შეთანხმება“ ოპოზიციის შეფასებით ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯია - Palitra News

ცხინვალთან „მოკავშირეობრივი შეთანხმება“ ოპოზიციის შეფასებით ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯია

2026-05-14 20:50:07+04:00

ოკუპირებულ ცხინვალთან „მოკავშირეობრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებას ოპოზიცია საქართველოსთვის საფრთხის შემცველ ნაბიჯად აფასებს და ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს. მათი შეფასებით, პროცესი საქართველოს ტერიტორიის ანექსიისკენაა მიმართული, რასაც მმართველი გუნდი სათანადო რეაგირების გარეშე ხვდება. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ვითარების შეცვლა მხოლოდ ხელისუფლების ცვლილებით იქნება შესაძლებელი.

საკითხს პარლამენტშიც მწვავე პოლიტიკური შეფასება მოჰყვა. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემა სერიოზული გამოწვევების წინაშეა და საქართველოს მსგავსი პროცესების შეჩერებისთვის შეზღუდული შესაძლებლობები აქვს. უმრავლესობის წარმომადგენლების თქმით, რუსეთთან პირდაპირი დაპირისპირება ქვეყანას გაცილებით მძიმე შედეგებს მოუტანდა.