„ქართული ოცნება“: "ოპოზიცია დამოუკიდებლობის დღეს პოლიტიკურ მიზნებისთვის იყენებს" - Palitra News

„ქართული ოცნება“: "ოპოზიცია დამოუკიდებლობის დღეს პოლიტიკურ მიზნებისთვის იყენებს"

2026-05-14 20:52:10+04:00

26 მაისისთვის 9 ოპოზიციური პარტია მასშტაბურ საპროტესტო აქციას ამზადებს. ორგანიზატორთა განცხადებით, წლევანდელი დამოუკიდებლობის დღე მხოლოდ საზეიმო თარიღი აღარ იქნება და ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკური პროტესტის მთავარ სიმბოლოდ გადაიქცევა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ დაგეგმილი აქცია ფორმატით, მასშტაბითა და გზავნილებით ბოლო თვეების საპროტესტო გამოსვლებისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება. მათივე თქმით, მთავარი მიზანი საზოგადოების ფართო მობილიზებაა.

დაანონსებულ აქციას კრიტიკულად აფასებენ ოპოზიციური სპექტრის ის პარტიები, რომლებიც პროცესში არ მონაწილეობენ, მაგალითად „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები. „ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ ოპოზიცია დამოუკიდებლობის დღეს პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს.