გარდაბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა - Palitra News

გარდაბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა

2026-05-14 20:57:15+04:00

გარდაბანში მომხდარი მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა. კიდევ ერთი დაშავებული კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში რჩება.

ავარია სოფელ ბირლიკში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავი BMW-ის მარკის ავტომობილი გზის პირას მდგომ ხეს შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მსხვერპლი ადგილზე გაიზარდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სამართალდამცველები შემთხვევის დეტალებსა და ავარიის გამომწვევ მიზეზებს ადგენენ.