დონალდ ტრამპი - სი ძინპინმა თქვა, რომ არ აპირებს ირანისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას, ეს დიდი განცხადებაა - Palitra News

დონალდ ტრამპი - სი ძინპინმა თქვა, რომ არ აპირებს ირანისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას, ეს დიდი განცხადებაა

2026-05-14 22:58:37+04:00

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი მას დაჰპირდა, რომ ირანს სამხედრო აღჭურვილობით არ დაეხმარება.

ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან საუბარში განაცხადა.

“მან თქვა, რომ არ აპირებს მათთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას. ეს დიდი განცხადებაა. მან ეს დღეს თქვა”, - განაცხადა ტრამპმა.

ამავდროულად, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, სი ძინპინმა მასთან საუბარში ირანთან ჩინეთის ეკონომიკური კავშირები აღნიშნა, კერძოდ კი, ნავთობის შესყიდვები. ტრამპის თქმით, ჩინეთი “ბევრ ნავთობს” ყიდულობს ირანისგან და სი ძინპინმა მასთან საუბარში განაცხადა, რომ “მათ ამის გაგრძელება სურთ”.

ტრამპის განცხადებით, ჩინეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მას ჰორმუზის სრუტის გახსნა სურს და უკმაყოფილება გამოთქვა ცნობებზე, რომ ირანი გადასახადს ითხოვს სრუტეში გავლისთვის.