დონალდ ტრამპის განცხადებით, სი ძინპინი ეთანხმება იმას, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს - Palitra News

დონალდ ტრამპის განცხადებით, სი ძინპინი ეთანხმება იმას, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს

2026-05-15 08:44:49+04:00

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მიაჩნია, რომ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ეთანხმება იმას, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს.

„არ ვფიქრობ, რომ ჩინეთს სურს, ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს - მე ვუთხარი, უბრალოდ არ გაგიჟდეთ, არ გჭირდებათ, რომ მათ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ“, - განუცხადა ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში და დასძინა, რომ მისი აზრით, ჩინეთის ლიდერი ამას ეთანხმება.

„არა მგონია, რომ მას სურს, ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, სი ძინპინმა უთხრა, რომ თუ რამეში დახმარება შეუძლია, სურს დაეხმაროს ირანთან შეთანხმების დადებაში.

ამასთან, ტრამპის მტკიცებით შეერთებულ შტატებს საერთოდ არ სჭირდება ჰორმუზის სრუტის გახსნა - ან არ სჭირდება იმდენად, რამდენადაც ჩინეთს.

„ჩვენ ეს საერთოდ არ გვჭირდება. ჩვენ საერთოდ არ გვჭირდება. შეგიძლიათ იკითხოთ, რატომ ვაკეთებთ საერთოდ ამას. ამას ვაკეთებღ ისრაელის, საუდის არაბეთის, კატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ქუვეითის და სხვა ქვეყნების, ბაჰრეინის დასახმარებლად“, - აღნიშნა ტრამპმა.