ბრიტანულ-ქართულმა აკადემიამ მაყურებელს ახალი მიუზიკლი წარუდგინა - Palitra News

ბრიტანულ-ქართულმა აკადემიამ მაყურებელს ახალი მიუზიკლი წარუდგინა

2026-05-15 10:17:10+04:00

ბრიტანულ-ქართულმა აკადემიამ მაყურებელს ახალი მიუზიკლი წარუდგინა. "ოლივერ! JR" ლაიონელ ბარტის კლასიკური მიუზიკლია, რომელიც ჩარლზ დიკენსის ნაწარმოების, "ოლივერ ტვისტის" მიხედვით შეიქმნა. პროექტი ბრიტანულ-ქართულმა აკადემიამ მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან თეატრალურ სალიცენზიო სააგენტოსთან, მუსიკის საერთაშორისო თეატრთან, სპეციალური შეთანხმების საფუძველზე განახორციელა. მიუზიკლი თეატრ "სახელოსნო 42-ის" სცენაზე დაიდგა. მაყურებელს მისი ხილვის შესაძლებლობა ორი დღის განმავლობაში, 13 და 14 მაისს ჰქონდა.