საქართველო ევროპის საბჭოს მინისტერიალზე - რას შეცვლის კიევსა და თბილისს შორის დაგეგმილი შეხვედრა - Palitra News

საქართველო ევროპის საბჭოს მინისტერიალზე - რას შეცვლის კიევსა და თბილისს შორის დაგეგმილი შეხვედრა

2026-05-15 12:23:37+04:00

მოლდოვა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიას მასპინძლობს. მინისტერიალს, რომელიც კიშინეუში იმართება, ქართული მხარეც ესწრება. საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მინისტრთა კომიტეტის სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. განსახილველი თემა, რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევები, დემოკრატიული პროცესები და რუსეთის გავლენები იქნება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოსაც. შეხვედრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაც უნდა გახდეს. ოპოზიცია ფიწრობს, რომ ანდრეი სიბიგასა და მაკა ბოჭორიშვილის კომუნიკაცია რეალურად უფრო ფორმალური ხასიათის იქნება და ვერ შეცვლის იმ გაციებულ ურთიერთობებს, რომელიც თბილისსა და კიევს შორის ბოლო წლებში ჩამოყალიბდა. მხარეები კი - ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გადატვირთვაზე მზაობას ადასტურებენ.