ირაკლი კობახიძე 26 მაისის აქციაზე - ოპოზიციას იმის რესურსიც კი არ აქვს, რაც 4 ოქტომბერს ჰქონდა - Palitra News

ირაკლი კობახიძე 26 მაისის აქციაზე - ოპოზიციას იმის რესურსიც კი არ აქვს, რაც 4 ოქტომბერს ჰქონდა

2026-05-15 12:32:07+04:00

26 მაისს რაც შეეხება და აქ ოპოზიციის ინიციატივებს, იმის რესურსიც კი არ აქვთ, რაც 4 ოქტომბერს ჰქონდათ - 26 მაისი უნდა იყოს ეროვნული კონსოლიდაციის დღე, - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც „ოპოზიციური ალიანსის“ მიერ 26 მაისს დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ნებისმიერი მცდელობა [ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლის] სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული.

„26 მაისს რაც შეეხება, აქ ოპოზიციის ინიციატივებს, იმის რესურსიც კი არ აქვთ, რაც 4 ოქტომბერს ჰქონდათ. რა თქმა უნდა, ნებისმიერი მათი მცდელობა არის სრული წარუმატებლობისთვის განწირული, ამას დაინახავს საზოგადოება. 26 მაისი უნდა იყოს ეროვნული კონსოლიდაციის დღე“,- აღნიშნა პრემიერმა.