საქართველოს გზავნილები ევროპის საბჭოს მინისტერიალზე - მედიის თავისუფლება და პოლიტიკური დამოკიდებულებები - Palitra News

საქართველოს გზავნილები ევროპის საბჭოს მინისტერიალზე - მედიის თავისუფლება და პოლიტიკური დამოკიდებულებები

2026-05-15 16:09:29+04:00

თვალთმაქცობაა „ქართველი ხალხის მხარდაჭერის“ მტკიცება და იმავდროულად ხალხის არჩეულ ხელისუფლებასთან დემონსტრაციული გაუცხოება - ასე მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მოლდოვაში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიის მონაწილეებს. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ომი და კონფლიქტი არ არის ერთადერთი საფრთხე, რაც იმ ფუნდამენტს არყევს, რომელზეც ევროპა აშენდა და შემაშფოთებელია, როდესაც სიტყვის თავისუფლება და მედიის თავისუფლება შერჩევითი პრინციპით განიმარტება. ამ კონტექსტში მან ახსენა, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სესიის გასაშუქებლად საქართველოს სამი სხვადასხვა ტელევიზიის წარმომადგენელს მოლდოვაში შესვლასა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაზე უარი ეთქვა. კიდევ რა ჰქონდა სათქმელი ქართულ მხარეს ევროპის საბჭოს მინისტრებისთვის და რა გადაწყვეტილებები მიიღეს მინისტერიალზე. მერაბ პაპაშვილი მოგვიყვება.