„ოპოზიციურ ალიანსს“ მიაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან შეცვლა სამართლიანი და თანასწორი არჩევნების გზით უნდა მოხდეს. ასეთი საარჩევნო გარემოს შესექმნელად კი "ალიანსი" ასახელებს 6 ძირითად პირობას, რომელთა შორისაა საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება, ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობის დაბრუნება, სიების გახნსა და ამომრჩევლის ვერიფიკაციის პროცესი გამკაცრება. "ოპოზიციური ალიანსის" განცხადების საპასუხოდ "ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, რომ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება დღეს მოქმედ კანონმდებლობა, ამ მხრივ ცვლილებები არ იგეგმება, რადგან დღევანდელი კანონმდებლობა სრულად შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.