"ოპოზიციური ალიანსი" ამასობაში 26 მაისის საპროტეტო აქციისთვის ემზადება, სიმბოლურად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აქციის მონაწილეები 19 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეიკრიბებიან და მსველელობით რუსთაველის გამზირისკენ გადაინაცვლებენ. "ალიანსი" ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გამოსვლებს. ასევე თავისი ფორმატითა და შინაარსისთ განსხვავებულ აქციას აანონსებს. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ნებისმიერი მცდელობა, რომელიც ძალადობრივი გზით ხეწლისუფლების ცვლილებას გულისხმობს წარუმატებლობისთვისაა განწირული.