საქართველოს მთავრობა ამზადებს რეფორმას, რომლის თანახმადაც, არარეალისტურად დაბალი ფასებით ტენდერებში მონაწილეობა იზღუდება და ფართოვდება შავი სიის მექანიზმი, რის შედეგადაც ფინანსურ ან კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებული პირების კომპანიები, შესაძლოა, სახელმწიფო ტენდერებიდან დისკვალიფიცირდნენ. აღნიშნულ ცვლილებას სამშენებლო პროექტების მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების ახალ პაკეტი ითვალისწინებს. ცვლილებების ფარგლებში იზრდება ზედნადები და გაუთვალისწინებელი ხარჯების ლიმიტი, განახლდება სამშენებლო მასალებისა და მანქანა-მექანიზმების ფასები, ასევე დაინერგება ინდექსაციის მექანიზმი, რომელიც პროექტების მიმდინარეობისას ფასების ცვლილების შემთხვევაში ხელშეკრულების ღირებულების ნაწილობრივ კორექტირებას უზრუნველყოფს. დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე სამშენებლო კომპანიებისა და კომერციული ბანკების წარმომადგენლებს შეხვდნენ.