თამარ ბაგრატიონი - გასაგებია, რომ ახალგაზრდები შეწყალებას ითხოვენ და ვისაც კანონით ეკუთვნის შეწყალება, ყველა შეწყალებული იქნება - Palitra News

თამარ ბაგრატიონი - გასაგებია, რომ ახალგაზრდები შეწყალებას ითხოვენ და ვისაც კანონით ეკუთვნის შეწყალება, ყველა შეწყალებული იქნება

2026-05-15 18:23:19+04:00

ვისაც კანონით ეკუთვნის შეწყალება, ყველა შეწყალებული იქნება, - ამის შესახებ პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა აქციებზე დაკავებულების შეწყალებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

თამარ ბაგრატიონის თქმით, ის პრეზიდენტის საქმეებში არ ერევა.

„არასდროს არ ვერევი მე ჩემი ქმრის საქმეებში. მე მთელი ცხოვრება ჰუმანურ მისიებს ვემსახურები. გასაგებია, რომ ახალგაზრდები შეწყალებას ითხოვენ და ვისაც კანონით ეკუთვნის შეწყალება, ყველა შეწყალებული იქნება“, - განაცხადა თამარ ბაგრატიონმა.