ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობისთვის პირობებს ასახელებს - რა გეგმა აქვს ოპოზიციურ ალიანსს - Palitra News

ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობისთვის პირობებს ასახელებს - რა გეგმა აქვს ოპოზიციურ ალიანსს

2026-05-15 20:35:49+04:00

„ოპოზიციური ალიანსი“ აცხადებს, რომ ხელისუფლების ცვლილება მხოლოდ სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების გზით უნდა მოხდეს. ამ მიზნით გაერთიანებამ საარჩევნო გარემოს შესაცვლელად 6-პუნქტიანი გეგმა წარადგინა.

ოპოზიცია საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმირებას, ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის უფლების დაბრუნებას, ამომრჩეველთა სიების გადამოწმებასა და ვერიფიკაციის წესების გამკაცრებას მოითხოვს. მათი შეფასებით, არსებული სისტემა არჩევნების მიმართ ნდობას ამცირებს და პროცესის გამჭვირვალობას ვერ უზრუნველყოფს.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნები მოქმედი კანონმდებლობით ჩატარდება და ამ მიმართულებით ცვლილებები დაგეგმილი არ არის. „ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ მოქმედი საარჩევნო მოდელი საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება და დამატებითი რეფორმების საჭიროება არ დგას.