„ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ, რომ საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების შესაძლო შეწყალების საკითხში მთავარი მნიშვნელობა სინანულსა და მონანიებას ექნება. მმართველი გუნდის შეფასებით, ჩადენილი ქმედებების აღიარება პრინციპულად მნიშვნელოვანია.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის ნებისმიერი მცდელობა წარუმატებელი იქნება, ხოლო დესტაბილიზაციის მცდელობას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ სახელმწიფოს მთავარი ამოცანა ქვეყანაში ძალადობრივი პროცესებისა და გადატრიალების მცდელობების პრევენციაა. მათივე თქმით, ხელისუფლებამ მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს, რომ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ძალისმიერი მეთოდების გამოყენება დაუშვებელია.