კასპის ცემენტის ქარხანაში 70 მილიონი დოლარის საინვესტიციო პროექტი იწყება - Palitra News

კასპის ცემენტის ქარხანაში 70 მილიონი დოლარის საინვესტიციო პროექტი იწყება

2026-05-15 20:37:50+04:00

კასპის ცემენტის ქარხანაში 70 მილიონი დოლარის საინვესტიციო პროექტი იწყება, რომლის ფარგლებშიც თანამედროვე საწარმოო ხაზი მოეწყობა. პროექტს „ჰანიველ ცემენტი“ განახორციელებს.

მთავრობის ინფორმაციით, კომპანია საქართველოში ერთადერთია, რომელსაც ცემენტის სრული საწარმოო ციკლის უზრუნველყოფა შეუძლია. ახალი პროექტის შედეგად, წარმოების მოცულობა წლიურად 400 ათასი ტონით გაიზრდება და საერთო მაჩვენებელი 2 მილიონ ტონას მიაღწევს.

ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ეს ქვეყნის იმპორტზე დამოკიდებულებას შეამცირებს და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების ადგილობრივი წარმოებით მომარაგებას გააძლიერებს.

პროექტი თანამედროვე ეკოლოგიური სტანდარტების შესაბამისად განხორციელდება. მთავრობის შეფასებით, ახალი ტექნოლოგიები გარემოზე ზემოქმედებას მინიმუმამდე შეამცირებს და მწვანე წარმოების პრინციპებს დაამკვიდრებს.