ესპანეთის პოლიციამ ქართველი სამართალდამცველების დახმარებით 13-კაციანი კრიმინალური ჯგუფი დააკავა - Palitra News

ესპანეთის პოლიციამ ქართველი სამართალდამცველების დახმარებით 13-კაციანი კრიმინალური ჯგუფი დააკავა

2026-05-15 20:42:54+04:00

ესპანეთის პოლიციამ ქართველი სამართალდამცველების დახმარებით 13-კაციანი კრიმინალური ჯგუფი დააკავა, რომელსაც საცხოვრებელი ბინების ძარცვა ედება ბრალად.

გამოძიების ინფორმაციით, ჯგუფში ქართველი და ესპანელი მოქალაქეები შედიოდნენ. ქართველი წევრები უშუალოდ ძარცვებში მონაწილეობდნენ, ხოლო ესპანელი თანამზრახველები მოპარული ნივთების რეალიზაციას მადრიდსა და ვალენსიაში ახორციელებდნენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაჯგუფება ესპანეთის სხვადასხვა რეგიონში 27 ბინის გაქურდვასთან არის დაკავშირებული. გამოძიება ორგანიზებული დანაშაულის, ქურდობისა და ფულის გათეთრების მუხლებით მიმდინარეობს.

სამართალდამცველებმა ჩხრეკა ცხრა სხვადასხვა ლოკაციაზე ჩაატარეს. ამოღებულია ძვირადღირებული საათები, ოქროს ნივთები, ნაღდი ფული და სხვადასხვა ტექნიკური მოწყობილობა.