17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით თბილისში გაიმართება მსვლელობა, რის გამოც დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მსვლელობა 11:00 საათზე ქაშვეთის ტაძრიდან დაიწყება და სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით გაგრძელდება. შეზღუდვები რუსთაველის გამზირზე, თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბარათაშვილის ხიდსა და ავლაბრის მიმართულებით იმოქმედებს.
მერიაში განმარტავენ, რომ ავტომობილებისთვის ალტერნატიული მარშრუტები იქნება ხელმისაწვდომი. მოძრაობა მსვლელობის დასრულების შემდეგ ეტაპობრივად აღდგება.