სეტყვამ ახმეტის მუნიციპალიტეტი დააზარალა - Palitra News

სეტყვამ ახმეტის მუნიციპალიტეტი დააზარალა

2026-05-15 20:44:43+04:00

ახმეტის მუნიციპალიტეტში სეტყვა იყო. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ მატანში სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და შიდა საუბნო გზები დაზიანდა.

მათივე განცხადებით, ჯერჯერობით დაზუსტებული არ აქვთ რა ოდენობის ზარალი მიაყენა სეტყვამ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს, ვენახებსა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთებს.

ადგილობრივ მერიაში განმარტავენ, რომ ზარალის შესახებ ინფორმირებულები არიან, თუმცა მასშტაბების დადგენა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.